HONDA | ახალ Honda CRV-ის ევროპული ქრაშტესტის 5 ვარსკვლავი მიენიჭა

ახალ Honda CRV-ის ევროპული ქრაშტესტის 5 ვარსკვლავი მიენიჭა

აპრილი 5, 2019

ახალ HONDA CRV-ის EURO NCAP უსაფრთხოების ხარისხში მაქსიმალური, 5 ვარსკვლავი მიენიჭა. CR-V-ის კორპუსის უნიკალური სტრუქტურა აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიების სრულ კომპლექტთან ერთად,  სიმყარითა და სიმაგრით გამოირჩვა.

„ნებისმიერი მიმართულებით შეჯახების უსაფრთხოების“ კონცეპტის შესაბამისად, დიზაინი Honda-ს კორპუსის ექსკლუზიურ, ახალი თაობის ACE™ (წამყვანი თავსებადობის ინჟინერიის) სტრუქტურას ემყარება ეს სტრუქტურული ელემენტების ერთობლიობაა, რომელიც შეჯახებისას ენერგიას უფრო თანაბრად ანაწილებს, ამცირებს მგზავრის უჯრედისკენ მიმართულ ძალას და საუკეთესო წინა, გვერდითა და უკანა დარტყმის გამძლეობას განაპირობებს.

გარდა პასიური უსაფრთხოების ელემენტებისა, CRV-ის ყველა მოდელს ემატება Honda Sensing™ -ის აქტიური უსაფრთხოების პანელი და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები. Honda Sensing™-ის სეგმენტში უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კომპლექტაციად ითვლება. რადარისა და კამერის გარდა, სისტემა პოტენციურად საშიშ სიტუაციებში მძღოლის დასახმარებლად და გასაფრთხილებლად მაღალი ტექნოლოგიების სენსორებს იყენებს.

ახალი Honda CR-V,  Euro NCAP-ის უმაღლესი შეფასებით – 5 ვარსკვლავით, უერთდება Euro NCAP-ის მიერ ანალოგიურად შეფასებულ Honda-ს სხვა მოდელებს – Jazz-ს, HR-V-სა და Civic-ს.

 


WhatsApp
CHAT