HONDA | HONDA CR-V 2019 წლის საუკეთესო ახალი ავტომობილის ტიტული

HONDA CR-V 2019 წლის საუკეთესო ახალი ავტომობილის ტიტული

მაისი 10, 2019

AUTO TRADER NEW CAR AWARDS 2019 -ზე  HONDA CR-V-ის 2019 წლის  მოდელმა წლის საუკეთესო ახალი მოდელის ტიტული მოიპოვა

– 60,000 ავტომობილის მფლობელის გამოკითხვაში, CR-V-მ კომფორტის, ეკონომიურობისა და უსაფრთხოების კუთხით უმაღლესი ქულები დააგროვა;

– კომფორტი, მოხერხებულობა და კავშირის სიმარტივე ახალ CR-V-ს კიდევ უფრო ტევად და მრავალმხრივ ავტომობილად აქცევს;

– Honda-ს პირველი მოწინავე i-MMD ყველგანმავალი ჰიბრიდი, CR-V ჰიბრიდი, დიდ როლს თამაშობს ჰონდას 2025 წლისთვის სრული ელექტრიფიკაციის გეგმაში.

უახლესი თაობის Honda CR-V, გავლენიან AUTO TRADER NEW CAR AWARDS-ზე მოპოვებული „წელს გამოშვებული საუკეთესო მანქანის“ ტიტულით, აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ყველგანმავლის სახელის განმტკიცებას. AUTO TRADER NEW CAR AWARDS-მა ავტომობილის 60,000-ზე მეტი მფლობელის შეფასებები შეაჯამა. CR-V-მ მეპატრონეებისაგან კომფორტისა და ეკონომიურობის ნაწილში უმაღლესი ქულა მოიპოვა, Honda-ს ყველა ახალ მოდელზე 5 წლიანი მომსახურების  წყალობით. მოდელის მაღალ გამძლეობასა და უსაფრთხოებას Euro NCAP-ის  ბოლოდროინდელი, 5 ვარსკვლავიანი შეფასება და აქტიური უსაფრთხოების სრული კომპლექტი, Honda Sensing ™-იც ასახავს.

დიდი ბრენდების კონკურენციის მიუხედავად, Honda CR-V-ს მფლობელებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოდელის ინტერიერის ხარისხმა, გლუვი დიზაინითა და თანამედროვე, დახვეწილი ესთეტიკით. გამოკითხულებმა ასევე აღნიშნეს ავტომობილის ფუნქციები და აქსესუარები – Honda CR-V მომხმარებელს განახლებულ, ინტუიციურ ინტერფეისს სთავაზობს, სმარტფონის (Apple CarPlay-ს და Android Auto-ს) უნაკლო ინტეგრაციით.

ტევადი კაბინა, წინა და უკანა სავარძლებს შორის 50მმ-ით გაზრდილი სივრცე, და სეგმენტში საუკეთესო წინა ხილვადობა ასევე დაეხმარა CR-V-ს კომფორტსა და ხარისხში მაღალი ქულებს მიღებაში.

CR-V-ს კომფორტის, მოხერხებულობისა და კავშირის სიმარტივის მომგებიანი კომბინაცია ერწყმის ისეთ დახვეწილ ტექნოლოგიას, როგორიცაა Honda-ს Hybrid Performance სისტემა ჭკვიანი, მრავალრეჟიმიანი წამყვანი ტექნოლოგიით (i-MMD). ორი ელექტრონული ძრავით,  Atkinson-cycle-ის საწვავის ძრავით და ინოვაციური, სიჩქარის ფიქსირებული გადაცემის სისტემით, CR-V ჰიბრიდი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს Honda-ს გეგმაში 2025 წლისთვის ხაზის სრულ ელექტრიფიკაცის მიაღწიოს.


WhatsApp
CHAT