ორიგინალი სათადარიგო ნაწილების უპირატესობა

ორიგინალი სათადარიგო ნაწილების უპირატესობა არაორიგინალთან შედარებით.

ჰონდას ავტომობილის შეძენისას კლიენტმა იცის, რომ ის ყიდულობს მაღალხარისხიანი მასალებისა და სათადარიგო ნაწილებისგან აწყობილ პროდუქტს.

ავტომობილის ექსლუატაციის პროცესში, ტექნიკური მომსახურების დაგეგმვის დროს და შემდგომ სათადარიგო ნაწილების შეძენისას მფლობელის წინაშე დგას არჩევანი.

დღეს დღეობით საქართველოს ბაზარზე სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი.

სხვადასხვა მწარმოებელი მომხმარებელს პროდუქტს უფრო ხელსაყრელ ფასად სთავაზობს, რადგან ფიქრობს, რომ ეკონომიის მიზნით მათ პროდუქტს შეიძენენ და არ დაფიქრდებიან იმაზე, თუ რატომ აქვს პროდუქტს ასეთი დაბალი ფასი; არც იმაზე – თუ როგორ იმოქმედებს ის ავტომობილის სამომავლო ექსპლუატაციაზე.

გთავაზობთ მცირე შედარებას ჰონდას ორიგინალი სათადარიგო და სხვა მწარმოებლების ნაწილებს შორის.

 ხუნდები/დისკები

260_a7aae18d50ed4a6ac548b21a2500f583255_a7aae18d50ed4a6ac548b21a2500f583

ავტომანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის სამუხრუჭე სისტემა.

ზუსტად ის არეგულირებს სიჩქარეს, ავტომობილის დამუხრუჭებას და გაჩერებას, რაც უზრუნველყოფს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას. სამუხრუჭე სისტემის მუშაობა დამოკიდებულია მისი შემადგენლობის ხარისხზე.

ორიგინალი სამუხრუჭე ხუნდები და დისკები უზრუნველყოფს სამუხრუჭე მექანიზმის ოპტიმალურ და მაქსიმალურად ეფექტიან მუშაობას.

 

სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების შეძენისას ფასზე ეკონომია რეკომენდებული არ არის. ხარისხიანი და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების არჩევისას, თქვენ მიიღებთ სამუხრუჭე მექანიზმის მაღალ ეფექტურობას ნებისმიერი გზის საფარზე, სხვადასხვა სახის გზაზე, მართვის სტილსა და მუშაობის მეტ რესურსზე.

სალონის ფილტრი

251_a7aae18d50ed4a6ac548b21a2500f583253_a7aae18d50ed4a6ac548b21a2500f583ჰონდას ორიგინალი სალონის ფილტრი უზრუნველყოფს დაბინძურების შეჩერებას, რომელიც შემოდის ქუჩიდან გათბობის ვენტილაციის გზით. სალონის ფილტრის ხარისხი მოქმედებს ავტომობილის მფლობელისა და მისი მგზავრების ჯანმრთელობაზე.

ჰონდას სალონის ფილტრები, რომელიც შემუშავებულია ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ზემოქმედებს ავტომობილის კონდიცირების სისტემაზე, შეიცავს ელექტროსტატიკურ ფენას, რის მეშვეობითაც სალონში არ ხვდება თუნდაც ყველაზე მცირე 0.5 მიკრონამდე ზომის მტვრის ნაწილაკებიც კი.

 

ეს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს „მყარი“ ნაწილაკებით დაბინძურება, როგორიცაა ნამწვი, რაც ამცირებს არა მხოლოდ ალერგიული რეაქციების რისკს, არამედ სერიოზული დაავადებების გაჩენას.

სალონის არაორიგინალი ფილტრის შეძენისას მფლობელი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ეს ფილტრი ავტომობილის სალონში ჰაერს ხარისხიანად გაწმენდს.

 

ჰაერის ფილტრი

262_a7aae18d50ed4a6ac548b21a2500f583

ჰაერის ფილტრი ასუფთავებს ჰაერს, რომელიც ხვდება ძრავაში საწვავისა და ჰაერის ნარევის შექმნისათვის, და რომელიც მასში მტვრის ნაწილაკებს იჭერს.

მტვერი, რომელიც ხვდება ძრავის ცილინდრში ჰაერთან ერთად, მოქმედებს აბრაზიული მასალის როლში და ინტენსიურად ცვეთს ცილინდრების ჯგუფს. აქედან გამომდინარე, ჰაერის სისუფთავის ხარისხი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ძრავის ექსპლუატაციის საიმედოობასა და ხანგრძლივობას უზრუნველყოფს.

ორიგინალი ჰაერის ფილტრები განკუთვნილია ძრავის თითოეული ტიპისათვის და შეესაბამება კომპანიის ხარისხის მაღალ სტანდარტებს.

ჰონდას ორიგინალ ჰაერის ფილტრს გააჩნია ფილტრული ქაღალდის რამდენიმე ფენა, რომელიც გაჟღენთილია სპეციალური ნაერთით, რაც გამორიცხავს წვის კამერაში მცირე ნაწილაკების შეღწევას. ორიგინალ ფილტრში გამოყენებული მასალები შეწოვილ ჰაერს ეფექტურად და საიმედოდ ასუფთავებენ, საწვავ-საჰაერო ნაერთის ოპტიმალურ შექმნას საშუალებას აძლევენ და ძრავის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

არაორიგინალ ჰაერის ფილტრებში, როგორც წესი, გამოყენებულია ქაღალდის ნაკლები ფენა და არ არის გამოყენებული სპეციალური დამცავი შემადგენლობა, რადგან ის პროდუქციას აძვირებს. ამის შედეგად, ძრავის ფუნქციონირების რესურსი მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს.

პატივცემულო მომხმარებლებო!

არ ღირს ეკონომია, როცა იძენთ სათადარიგო ნაწილებს ჰონდას ტექნიკური მომსახურებისათვის. გააკეთეთ არჩევანი და ორიენტირებული იყავით ხარისხიანი მასალის გამოყენებაზე, რაც განკუთვნილია ზუსტად თქვენი სატრანსპორტო საშუალებისთვის და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

როდესაც იყენებთ ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით, უზრუნველყოფთ ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაციას და ზრდით ძირითადი აგრეგატების მომსახურების ვადას.

სათადარიგო ნაწილების  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი: