ჰონდას ორიგინალი  ზეთი

h1

ჰონდას ორიგინალი ზეთი – არის უმაღლესი ხარისხის ზეთი, რომელიც შემუშავებულია იაპონიაში ჰონდას კომპანიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში.

ჰონდას ორიგინალი ზეთით ძრავა მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობს.

ზეთი აკმაყოფილებს API-ს სტანდარტების საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნებს. 

უპირატესობები

  • გაუმჯობესებული საწვავის ეკონომიურობა:მწარმოებლის ტესტირების შედეგად საწვავის ეკონომიამ  4% შეადგინა. ამ ეკონომიას  განაპირობებს სპეციალური კომპონენტების გამოყენება, რომლებიც ხახუნს ამცირებს.
  • გაუმჯობესებული საპოხი თვისებები:ხახუნის შემცირება იწვევს ძრავის ცვეთის შემცირებას და ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას. ჰონდას ზეთი ასევე ინარჩუნებს ოპტიმალურ სიბლანტეს ნებისმიერ პირობებში, რაც უზრუნველყოფს ძრავის ამუშავებას, თუნდაც დაბალი ტემპერატურის დროს.
  • გაუმჯობესებული ჰერმეტიული თვისებებიძრავაში სიცარიელის შევსებასა და სიმძლავრისმაქსიმალური მონაცემების მიღწევას უზრუნველყოფს.
  • წმენდის გაუმჯობესებული თვისებები:არა მხოლოდ შეზეთავს, არამედ ამცირებს ნადების წარმოქმნას.
  • გაუმჯობესებული ანტიკორიზული თვისებები: ხელს უშლის ძრავის ლითონის ნაწილების კოროზიას; შეუმჩნეველი, მაგრამ ძრავის ზეთის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება.

 

ხარისხის მაღალი სტანდარტი

ჰონდას ავტომობილის გამძლეობას საუკეთესოდ უზრუნველყოფს ორიგინალი საპოხი სითხეები, რომლებიც სპეციალურად ჰონდასთვის არის შემუშავებული.

აირჩიეთ ჰონდას ნებისმიერი საპოხი მასალა და ხარისხი არც კი დაგაეჭვებთ. რატომ უნდა დააყენოთ ავტომობილი რისკის ქვეშ, ექსპლუტაციის მაჩვენებლების შემცირებით და ხშირი რემონტით, არაორიგინალი საპოხის მასალების გამოყენების გამო? გაუფრთხილდით თქვენს ბიუჯეტს. ოფიციალურ დილერთან ვიზიტის დროს ყოველთვის ჰონდას ორიგინალი საპოხი მასალები მოითხოვეთ.

 

გსურთ დარწმუნდეთ?

შეადარეთ ორი ძრავა:

13

    ორიგინალი ზეთი vs არაორიგინალი ზეთი

ორიგინალი ზეთი საჭის ჰიდროგამაძლიერებელისთვის  და სამუხრუჭე სითხე

psf-s

ეს უნიკალური სითხე შეიცავს სიმჟავისა და ცვეთის საწიანააღმდეგო დანამატებს, რაც მოქმედებს საჭის ჰიდროგამაძლიერებლის მუშაობის ხარისხსა და სამუხრუჭე სისტემის ეფექტიურობაზე.

არაორიგინალი სამუხრუჭე სითხეების გამოყენებამ შეიძლება კოროზია და სისტემის ექსპლუატაციის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვიოს.

 

ჰონდას ორიგინალი გადაცემათა კოლოფის  ზეთი

transmission-oilუზრუნველყოფს უხმო და რბილ  გადართვას და ტრანსმისიის ხანგრძლივ მუშაობას.

არაორიგინალი გადაცემათა კოლოფის  ზეთის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს  წნევა და გაართულოს სიჩქარეების გადართვა.

რატომ უნდა გავრისკოთ?

თქვენთვის ხელმისაწვდომია ორიგინალი ტრანსმისიური სითხეები:

მექანიკური გადაცემათა კოლოფის სითხე: MTF-3

ავომატური გადაცემათა კოლოფის  სითხე: ATF-Z1

ვარიატორის სითხე: CVT-F

 

დიფერენციალის ორიგინალი სითხე

გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი სითხე დიფერენციალისათვის, რაც სპეციალურად ჰონდას ავტომობილისათვის არის შემუშავებული.

თქვენთვის ხელმისაწვდომია ორიგინალური სითხეები:

ზეთი უკანა ხიდის რედუქტორისათვის: DPS-F

ზეთი უკანა ხიდის რედუქტორისათვის: VTM – 3

 

 

ძრავის ზეთი ბენზინის ძრავებისთვის
5w-30_-honda-engine-oil_2017

რეკომენდებული ზეთია (აღმოსავლეთ-ევროპული მართვის პირობებისა და ამინდისათვის) სინთეტიკური და ნახევრად სინთეტიკური ძრავის ზეთები, რომლებიც აკმაყოფილებს  ACEA A1/B1-ის მინიმალურ მოთხოვნებს.

სიბლანტე  5W-30, 5W-40 და 10W-40.

 

5w-30_-enoc-engine-oil 

4 წლიანი გამოცდილების შედეგად  თბილისის სერვის ცენტრი ასევე რეკომენდაციას უწევს ENOC-ის პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთს, საუკეთესო საექსპლუატაციო მახასიათებლებითა და თვისებებით. შექმნილია HONDA-ს ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, რეკომენდებული და დაშვებულია მწარმოებლის მიერ.

 

 

ძრავის ზეთი ჰიბრიდული ძრავებისთვის
green-oil-honda

ყველა ჰიბრიდული ძრავისათვის რეკომენდებულია Honda Green ძრავის ზეთი.  ეს უნიკალური ზეთი სპეციალურად ჰონდას ინჟინრებმა შეიმუშავეს და მისი გამოყენება სხვა ავტომობილების ძრავებზე არ შეიძლება.

ძალიან დაბალი სიბლანტის გამო ეს ზეთი ზრდის საწვავის ხარჯის ეფექტურობას, ამცირებს CO2-ის ემისიას ატმოსფეროში და შედეგად საუკეთესოა გარემოსთვის.

 

ყურადღება!

არაშესატყვისი ძრავის ზეთის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძრავის მუშაობის ეფექტურობის შემცირება;
  • საწვავის ხარჯის გაზრდა;
  • ატმოსფეროს დაბინძურების გაზრდა.

გაეცანით  ჰონდას ცენტრში არსებული პროდუქციის ზეთებისა და ლუბრიკანტების სახეობასა და ფასებს:

honda-oils

ზეთები და ლუბრიკანტები

ჰონდას ორიგინალი ზეთი – არის უმაღლესი ხარისხის ზეთი, რომელიც შემუშავებულია იაპონიაში, ჰონდას კომპანიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში. ჰონდას ორიგინალი ზეთით ძრავა მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს. ზეთი აკმაყოფილებს API-ს სტანდარტების საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნებს.