ჰონდას ახალი ავტომობილის საგარანტიო პირობები

  გარანტიის მოქმედების ვადა იწყება ავტომანქანის გაყვანის დღიდან და ძალაშია 5 წელი ან 150 000 კმ გარბენის განმავლობაში, რომელიც ადრე შესრულდება.

გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში თუკი ავტომანქანას საქარხნო დეფექტი აღმოაჩნდება, კომპანია საკუთარი ხარჯით შეაკეთებს ან/და დაზიანებულ ნაწილებს სათადარიგოთი შეცვლის.

გარანტია ვრცელდება შემდეგ კომპონენტებსა და აგრეგატებზე:Honda 5 Year Warranty Logo.

  • ძალოვანი აგრეგატები 5 წელი ან 150 000 კმ გარბენი, რომელიც ადრე შესრულდება:

ძრავის ცილინდრების ბლოკი, თავაკი და მათი შიდა ნაწილები, კბილანები და შუასადებები, ჯაჭვი და ხუფი, მქნევარა, სარქველების ხუფი, კარტერი, ზეთის ტუმბო, შემშვები და გამშვები კოლექტორები, ძრავისა და ტრანსმისიის კონტროლის მოდული, წყლის ტუმბო, ჩობალები და შუასადებები. ტრანსმისიისა და ღერძთა შრის გადაცემის შემადგენელი დეტალები, გამანაწილებელი კოლოფის დეტალები, ჩობალები და შუასადებები. წინა და უკანა წამყვანი თვლების სისტემების რედუქტორები და მათი შემადგენელი ნაწილები.

  • ელექტროსისტემა: 5 წელი ან 150 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • აუდიოსისტემა: 3 წელი ან 100 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • აკუმულატორი: 1 წელი ან 50 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • სავალი ნაწილი: 3 წელი ან  100 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • ძარის გამჭოლი კოროზია: 5 წელი.

მფლობელი ვალდებულია, დაიცვას რეგლამენტით (რომელიც მყიდველს ჩაბარდება ავტომობილთან ერთად) დადგენილი ექსპლოატაციის წესები და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი სახის მომსახურება და სათადარიგო ნაწილები შეიძინოს მხოლოდ „სენა მოტორსის“ ტექ. მომსახურების ცენტრში, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის, მე-12 კმ.