სერვისი

HONDA- ტექნიკური მომსახურება

შპს „სენა მოტორსი“ HONDA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში, ახორციელებს ჰონდას ავტომობილების ავტორიზებულ ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს:

  • ავტომანქანის გეგმიური მომსახურება
  • ძრავისა და კოლოფის ზეთის შეცვლა
  • ანტიფრიზის და ტექნიკური სითხეების შეცვლა
  • სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • ძრავის დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • ელექტრო დიაგნოსტიკა და შეკეთება

  • საბურავების მონტაჟი და ბალანსირება
  • თვლების შეყრის და განშლადობის გასწორება
  • სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები
  • აქსესუარების მონტაჟი
  • ევაკუატორის მომსახურება

აქსესუარები

განახორციელეთ თქვენი ჰონდას  პერსონალიზაცია აქსესუარების ფართო სპექტრით, რომლებიც სპეციალურად თქვენი მოდელისთვისაა შექმნილი. ორიგინალი ნაწილების მსგავსად ჰონდას აქსესუარებიც შემოწმებულია და წარმოებულია იმავე სტანდარტებით, როგორც თქვენი ავტომობილი.

ხელმისაწვდომი აქსესუარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ “მოთხოვნის ფორმა” და 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.

ავტონაწილები

გააკეთეთ არჩევანი ჰონდას ორიგინალ სათადარიგო ნაწილებზე და ორიენტირებული იყავით ხარისხიანი მასალის გამოყენებაზე, რაც  განკუთვნილია ზუსტად თქვენი სატრანსპორტო საშუალებისთვის და მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

როდესაც თქვენ იყენებთ ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით, თქვენ უზრუნველყოფთ ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაციას და ზრდით ძირითადი  აგრეგატების მომსახურების ვადას.

ზეთები და ლუბრიკანტები

ჰონდას ორიგინალი უმაღლესი ხარისხის ზეთი  შემუშავებულია იაპონიაში ჰონდას მეცნიერულ-კვლევით ლაბორატორიებში. ორიგინალი ზეთით ძრავა მუშაობს მაქსიმალური ეფექტურობით. ზეთი აკმაყოფილებს API-ს სტანდარტების საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნებს. გამოიყენეთ ორიგინალური ჰონდას ზეთი, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ავტომობილის მაღალი მაჩვენებლები.

HONDA-ს სერვის ცენტრში ვიზიტამდე გთავაზობთ გაეცნოთ მომსახურების ფასებს და გაიგოთ მიმდინარე ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ, ასევე გადაამოწმოთ თქვენი ავტომობილის სათადარიგო ნაწილის ღირებულება და ადგილზე ხელმისაწვდომობა.

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00