სენა ავტო ჯგუფი

sena-motors-certificate GAA Holding-მა 2006 წელს სენა ავტო ჯგუფი დააფუძნა და საავტომობილო ბიზნესის განვითარება საქართველოში და კავაკასიაში დაიწყო.

კომპანია კორპორაციულ და საცალო მომხმარებლებს სთავაზობს სრულ საავტომობილო ხაზსა და მომსახურებას – ბენზინზე, დიზელსა და გაზზე მომუშავე სამგზავრო, სატვირთო, სამშენებლო ავტომობილებსა და სპეცტექნიკას. ასევე კვადროციკლებისა და რეინჯერების ფართო არჩევანს; პრემიუმ კლასის ზეთებსა და ლუბრიკანტებს.

სენა ავტო ჯგუფმა 2016 წელს საქართველოში პირველმა შემოიყვანა სრულად ელექტროავტომობილი JAC iEV6S, რომლის გატესტვაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სენა ავტო ცენტრში.

სენა ავტო ჯგუფი აერთიანებს 2 კომპანიას: “სენა მოტორსსა” და “სენა ავტოს”:

-„სენა მოტორსი“ კავკასიის ბაზარზე წარმოადგენს შემდეგ ბრენდებს: HONDA-ს, JAC Motors-ს, POLARIS-ს, ENOC-ს.

- „სენა ავტო“ მომხმარებლებს სთავაზობს კორპორაციული JUST Taxi -ს მომსახურებას და მულტიბრენდულ ავტორიზირებულ სერვის ცენტრს.

სენა ავტო ჯგუფი ყოველწლიურად ზრუნავს ავტოტრანსპორტისა და ავტოსერვისის ასორტიმენტის განვითარებასა და მომსახურების ხარისხზე, რამაც 2016 წელს ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა განაპირობა.

ჰონდა თბილისი

შპს "სენა მოტორსი", რომელსაც ავტოინდუსტრიაში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია, 2013 წლიდან არის იაპონური ბრენდის, HONDA MOTOR CO., Ltd -ის ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს:

  • ჰონდას სედანისა და კროსოვერის კლასის ავტომობილებს 5-წლიანი გარანტიით;
  • ჰონდას სერტიფიცირებულ სერვის ცენტრს;
  • ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს;
  • ორიგინალ ზეთებეს და ლუბრიკანტებს;
  • კორპორაციული ტაქსის მომსახურებას.

ჰონდას შოურუმი და სერვის ცენტრი მდებარეობს თბილისის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. -ზე.

THE POWER OF DREAMS - ოცნების ძალა

„ჩვენ ყველას ოცნებები გვამოძრავებს, ოცნება თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა და სწორედ ოცნებებმა შთააგონა სოიჩირო ჰონდას, რომ "ჰონდა" შეექმნა. "ჰონდა" ოცნებებს აცოცხლებს და საზოგადოება წინ მიჰყავს. ჩვენ ვერ დაველოდებით მომავალს - ჩვენ მას ახლავე ვქმნით.

მუმივად ვქმნით ისტორიას.

კომპანია იაპონიის ქალაქ ჰამამაცუში 1948 წელს დაარსდა, აშშ-ში კი პირველი შოურუმი 1959 წელს, ლოს-ანჯელესში გაიხსნა. ყველაფერი მოკრძალებული წარმოებით და რვა ბეჯითი თანამშრომლით დაიწყო, მაგრამ ძალიან სწრაფად გაიზარდა და გასაოცარ სიმააღლეებს მიაღწია.

ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ჩვენ ვიყავით პირველი ავტომწარმოებელი მთელ ინდუსტრიაში, რომელიც ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით იცავდა გამონაბოლქვის სტანდარტებს.

დღეს უკვე წინ მივიწევთ რობოტექნიკის დარგში, ვიყენებთ მზის ენერგიას და ვქმნით ავტომობილს, რომელიც მხოლოდ წყალს გამოყოფს.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე არასდროს შეგვიცვლია მიზანი: შევქმნათ მეტად უსაფრთხო და გონივრული მსოფლიო, რომელშიც ადამიანები მობილურობის სიამოვნებას განიცდიან.”

untitled-4