Honda Pilot საუკეთესო საშუალო ზომის კროსოვერი რეიტინგში Three-Row SUV Challenge by CARS.COM

Honda Pilot საუკეთესო საშუალო ზომის კროსოვერი რეიტინგში Three-Row SUV Challenge by CARS.COM

? გამომცემლობამ Cars.com დაასახელა 2017 წლის მოდელი Honda Pilot საუკეთესო საშუალო ზომის კროსოვერად, როგორც ყველაზე კომფორტული სამრიგიანი სავარძლების მქონე მოდელი რეიტინგში Three-Row SUV Challenge.
ტესტირება მოხდა 300 კილომეტრზე სხვადასხვა სირთულის გზაზე.

ტესტირების დროს  ექსპერტებმა გამოცადეს მოდელი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით, მათ შორის რეალური მართვის პირობებში საწვავის ხარჯის დასადგენად. შერეულ ციკლში საშუალო წვამ შეადგინა 10,4 ლიტრი 100 კმ-ზე. ხოლო 100კმ/სთ -მდე აჩქარებამ – 9,1 წამი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოდგენილია პრეიუმ კომპლექტაციის ჰონდა პილოტი V6 PI VTEC 3.0-ლიტრიანი ძრავით Earth Dreams Technology -ით.  ახალი ძრავის აგრეგატის სისტემა ცილინდრების ცვალებადი მართვით VCM (Variable Cylinder Management)  უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის შემცირებას, ხოლო 6 -საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი  ელექტრონული მართვით და ჰიდროტრანსფორმატორით, იძლევა შესანიშნავ დინამიკას, რბილ გადართვას და ძრავთან კოორდინირებულ მუშაობას.